10:53 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ბილინგემისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ლონდონის „ჩელსი“ დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბილინგემის შეძენას აპირებს - გვამცნობს The Telegraph.

წყაროს ცნობით, „არისტოკრატების“ ხელმძღვანელობა სერიოზულადაა ახალგაზრდა შუახაზელით დაინტერესებული, თუმცა კონკურენცია მოუწევს „ლივერპულთან,“ „მანჩესტერ სიტისთან“ და მადრიდის „რეალთან.“

19 წლის ბილინგემი „ბორუსიის“ ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში გახდა. მაშინ დორტმუნდელებმა „ბირმინგემს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. გერმანულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ივნისში ეწურება.

ინგლისის ნაკრებში ბილინგემს 2020 წლის ნოემბრიდან იძახებენ.

0.112447