ფეხბურთი

17:48 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" სეზონის ბოლო ორი ფეხბურთელი დატოვებს

მადრიდის „რეალს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს მარკო ასენსიო და ტონი კროოსი დატოვებენ.

„სამეფო კლუბი“ ფეხბურთელებთან კონტრაქტის განახლებას, რომელიც 2023 წელს იწურება, არ აპირებს, შესაბამისად, ისინი თავისუფალი აგენტები გახდებიან. ამის შესახებ As-ი იტყობინება.

ესპანური გაზეთი იმასაც წერს, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა ტონი კროოსთან და კარიმ ბენზემასთან თანამშრომლობის განახლებას გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მარკო ასენსიომ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ხოლო მარიანო დიასს არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112433