ფეხბურთი

18:42 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ბროზოვიჩი გამოაკლდა

მილანის „ინტერს“ წამყვანი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი გამოაკლდა, რომელმაც ავსტრიისა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩში ტრავმა მიიღო.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია და ბროზოვიჩი მოედანზე გასვლას ოქტომბრის ბოლომდე ვერ შეძლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნერაძურის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გამოაკლდა.

მიმდინარე სეზონში ბროზოვიჩმა „ინტერის“ რიგებში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113567