სხვა

14:39 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა აკი ბაშო მოგებით, მაგრამ უარყოფითი ბალანსით დაასრულა (+VIDEO)

ლევან გორგაძემ აკი ბაშო გამარჯვებით, მაგრამ უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღეს იჩინოჯოს დაუპირისპირდა, რომელიც ივლისის ბაშოს გამარჯვებულია.

ქართველმა მას რთულ ბრძოლაში იორიკირის ილეთით აჯობა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა იჩინოჯო მე-18-ედ დაამარცხა, საპასუხოდ კი მასთან 10 მარცხი აქვს განცდილი.

შედეგად, ლევან გორგაძემ აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით, 7 მოგებით და 8 წაგებით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111304