ფეხბურთი

17:11 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მარტივი არაფერია და ბევრი შრომაა საჭირო" (+VIDEO)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან საკუთარ კარიერაზე, საკუთარ თავსა და ეროვნული ნაკრების შესახებ ილაპარაკა.

„ძალიან გავიზარდე, როგორც ადამიანი, როგორც ფეხბურთელი, იმიტომ, რომ ბევრი რაღაც ახალი ვისწავლე. ფეხბურთი ისეთი სპორტია, უნდა განაგრძო სწავლა, რაც არ უნდა შედეგი დადო. ამ სამმა თვემ მანახა, რომ მარტივი არაფერია, ბევრი გაქვს სამუშაო. მითუმეტეს, როცა ასეთი კალენდარი როცა გაქვს, სამ დღეში ერთხელ თამაშია. თუნდაც, ნაკრებში, როცა დიდი ენერგია დავხარჯეთ, რთულია 10 დღეში 4 თამაშის ჩატარება, მითუფრო 10 ქულის მოპოვება. არ უნდა მოვეშვათ, არაფერი უნდა დავაკლოთ, პირიქით უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ დაწყებული პატარა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“.

როცა იგებ, რომ ნაკრებში გამოძახებული ხარ, მართლა ძალიან მიხარია, რადგან არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედანს გარეთ ყველაფერი უნდა გაიღო ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის. ალბათ, გარედანაც შესამჩნევია, რომ გუნდში ძალიან დიდი ერთსულოვნებაა, დიდი ოჯახი ვართ და ჩვენი მიზნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩემი აზრით, ერთად ძალიან ძლიერები ვართ. ჩემთვის გარემოს და ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად კარგია, როცა რაღაცას კარგად აკეთებ, მაგრამ პრიორიტეტულია გუნდის წარმატება, რადგან გუნდის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ამიტომ, ვცდილობ ჩემი თვისებები გუნდს მოვახმარო. ჩემთვის გუნდური წარმატება პირველია და შემდეგ არის ინდივიდუალური.

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომლისგან ისწავლი და გამოცდილებას მიიღებ. მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთიანები არიან, ძალიან რთულია ასეთი გუნდი დაამარცხო.

თითოეული ქართველის ოცნებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემთვის არ ექნება მნიშვნელობა ვის შევხვდებით, დარწმუნებული ვარ, ბიჭებს ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“.

17 წლიდან ოჯახიდან შორს ვარ, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის რთულია, მაგრამ ბევრ რაღაცას სწავლობ, როგორც ფეხბურთში, ისე ფეხბურთის მიღმა. თუმცა, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

„თითოეული ქართველის ოცნებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემთვის არ ექნება მნიშვნელობა ვის შევხვდებით, დარწმუნებული ვარ, ბიჭებს ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი შემიძლია გამოვყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ვეცდები, რომ უფრო კარგი გოლებიც გავიტანო.

ბულგარეთთან ზივზივაძის გოლი ძალიან კარგი კომბინაციით გავიტანეთ, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობთ, თითქმის იგივე იყო, ვილიმაც აღნიშნა ეს. თან 2:1 იყო, დაძაბული მომენტი იყო და მნიშვნელოვანი, თან ლამაზი გოლი გამოდგა. ასევე გამოვარჩევ ბულგარეთთან დავითაშვილის გოლს, რომელსაც თამაშამდე ვუთხარი, რომ თავით გაიტანდა გოლს და ასეც მოხდა. ხანდახან მაქვს ეს წინათგრძნობები. ასევე გამოვყოფ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გოლს, რომელიც მე გავიტანე. როცა მეტოქე მოვატყუე, სანამ დავარტყამდი, გული მიგრძნობდა, რომ შეიძლებოდა გოლი გასულიყო. ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო ჩემთვისაც, რადგან ძალიან მოტივირებული ვიყავი და მინდოდა მათთვის აუცილებლად გამეტანა.

დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომლებიც ყველა შეხვედრაში ასე გვქომაგობენ. სხვები კი ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობენ და მადლობას იმსახურებენ. ისინი ისეთ ენერგიას გვაძლევენ, რომელიც შეიძლება ადამიანში ვერ იპოვო. ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასახარებლად“, - თქვა კვარაცხელიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130539