ფეხბურთი

13:50 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: „ტოტენჰემს“ პრემიერლიგის მოგება შეუძლია“

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა ნახევარმცველმა, როდრიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ტოტენჰემს“ მიმდინარე სეზონში ტიტულის მოპოვება შეუძლია.

„მათ კარგი შემადგელობა მოუგროვდათ და მწვრთნელიც დიდებული ჰყავთ. კონტეს ჩამოყალიბებული იდეები აქვს და იცის როგორ მიიტანოს ისინი ფეხბურთელებამდე. „ტოტენჰემი“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად მიმაჩნია.“ - ციტირებს როდრის სიტყვებს Evening Standard.

სანაკრებო პაუზის წინ „ტოტენჰემმა“ 17 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108564