ფეხბურთი

12:10 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

„დილას“ პროტესტი

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში სადაც უკვე რვა ტური მიილია გორის „დილა“ მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად გუნდის წარმატებული სტარტისა, კლუბში ფინანსური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და დავალიანება ოთხ თვეს შეადგენს.

მიუხედავად ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან იმედისა, კვლავ გაურკვეველი მდგომარეობაა კლუბში. 9 ოქტომბერს გუნდმა ვარჯიშზე უარი განაცხადა, რაც აღნიშნული პრობლემებიდან არის გამოწვეული. 10 ოქტომბერს თ. ბურჯანაძის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ფეხბურთელები მედიის საშუალებებთან გააკეთებენ განცხადებას, შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.

მივმართავთ ყველა იმ გულშემატკივარს ვისთვისაც სულ ერთი არ არის „დილას“ მომავალი. გთხოვთ მობრძანდეთ და დავდგეთ ერთად.

fcdila.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085746