ფეხბურთი

20:49 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის დუბლმა „ბარსელონა" გაალიდერა

დღეს, 17 სექტემბერს, პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურის მატჩში, „ბარსელონამ“ „ელჩეს“ უმასპინძლა, 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დადგა.

მე-14 წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. გონსალუ ვერდუმ რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ „უკანასკნელი იმედის“ ჯარიმა „მოახერხა“ და წითელი ბარათი მიიღო.

მალევე ლევანდოვსკის ვერავინ შეუშალა ხელი პრიმერას მეექვსე მატჩში მეშვიდედ გამოეჩინა თავი. ჯამში რობერტმა დუბლი მიითვალა. ერთიც ნიდერლანდელმა მემფის დეპაიმ შეაგდო.

0.115408