ფეხბურთი

17:22 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის "ჰალი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მეათე ტურში „ჰალ სიტი“ „სუონსი სიტის“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა, რის შედეგადაც ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა.

შოთა არველაძის გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა, თუმცა, მეორე ნახევარში უელსელებმა სამი გოლი გაიტანეს და საკმაოდ იოლად მოიგეს.

„ჰალ სიტიმ“ ბოლოს 27 აგვისტოს იმარჯვა, როცა „ქოვენთრი სიტი“ 3:2 დაამარცხა, მას მერე კი ქპრ-სთან, „შეფილდთან“, „სტოკ სიტისა“ და „სუონსისთან“ დამარცხდა. შედეგად, „ვფხვები“ 10 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-18 ადგილზე დაქვეითდნენ, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, „ლუტონს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105917