ფეხბურთი

16:46 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ნაპოლი" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ სახლში თამაში ჩვენი უპირატესობაა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან რთულ თამაშს ელოდება და მიმდინარე სეზონში თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.

„სპალეტის გუნდები ყოველთვის კარგად, მკაფიო და ზუსტი იდენტობით თამაშობენ. სატრანსფერო ბაზარზე მათ იყიდეს ფეხბურთელები, შესაძლოა არცთუ ისე ცნობილი, მაგრამ შესაფერისი მოთამაშეები. წელს სეზონი დაძაბული იქნება, ეს თამაში სკუდეტოს კანდიდატების დაპირისპირებაა და 3 ქულამ შესაძლოა განსხვავება შექმნას. ამიტომ, თითოეული თამაში მნიშვნელოვანია. ჩვენც გვაქვს ჩვენი უპირატესობები, ლეაო დიდი დანაკლისია, მაგრამ სალმაეკერსს მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დაცვაში კარგი თამაში.

სპალეტის დიდ პატივს ვცემ, ის თავის გუნდებს ყოველთვის ატყობდა ხელს. ერთმანეთს ბევრჯერ შევხვდით და კარგად ვიცნობთ. 2006 წელს „რომაში“ მის ვარჯიშებზე დავდიოდი. ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებს განვითარებაში ეხმარება. „ნაპოლისთან“ ძალიან საინტერესო, ინტენსიური თამაში იქნება, მაგრამ სახლში თამაში ჩვენი უპირატესობაა, რადგან სტადიონი დიდ მუხტს გვაძლევს“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110208