ფეხბურთი

15:30 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "კვარაცხელია "რეინჯერსთან" 10-დან 4 ქულას იმსახურებდა, ის მარტო თამაშობს"

იტალიური „პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ქართველის ნიჭი ეჭვს არ იწვევს და მას ყოველთვის ათამაშებდა, მაგრამ ხშირად ის მარტო თამაშობს, რაც გამოსასწორებელი აქვს.

„ლუჩანო სპალეტი კარგად მოიქცა, რომ მას ლექცია ჩაუტარა, ბოლო თამაშში 4 ქულაზე ითამაშა. მისი ნიჭი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უნდა გააცნობიეროს, რომ თანაგუნდელებთან ერთად ითამაშოს და არა მარტო. ხშირად, პასი უკეთესია, ვიდრე დარტყმა. მე მას მოედნიდან არასდროს გავიყვანდი, მაგრამ გარკვეული რაღაცები უნდა გააცნობიეროს, რომ უკეთ ითამაშოს“, - თქვა ფედელემ.

აქვე გეტყვით, რომ ფედელემ მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის შესახებ უარყოფითად არაერთხელ ისაუბრა, მათ შორის, „მონცასთან“ მატჩის შემდეგ, როცა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109556