ფეხბურთი

23:39 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გოლი გაიტანა (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ „თურანი“ 3:1 დაამარცხა და ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა.

ვოლკოვმა თამაშის მე-15 წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელს ორი გოლი აქვს გატანილი.

„საბაჰი“ 7 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ნეფთჩის“ 2 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112256