ჭიდაობა

20:41 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ნუგზარ წურწუმიამ მოუტანა.

55 კგ წონით კატეგორიაში წურწუმიამ ემირატების წარმომადგენელი მოსტაფა სულთან ალქადე 10:0, უზბეკი იასურკებ ორტიკბოევი 5:2 და ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი 5:3 დაამარცხა, ხვალ კი ფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის შეხვდა, მაგრამ სუფთა მარცხი განიცადა, როცა პირველივე პერიოდში 0:8 ჩამორჩა და შეხვედრა აღარ გაგრძელებულა.

წურწუმიამ კარიერაში მეოთხე მედალი მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა ვერცხლი პირველად (1 ოქრო და 2 ბრინჯაო).

აქვე გეტყვით, რომ 12 სექტემბერს, ფინალში იჭიდავებს ლერი აბულაძე (63 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128922