ფეხბურთი

18:05 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ლა ლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მეხუთე ტურში „მალიორკას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ გაუჭირდა, სამი ქულა მაინც მოიპოვა.

კუნძულელები 35-ე წუთზე ვედათ მურიქიმ დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლო წუთზე ულამაზესი გოლით ფედერიკო ვალვერდემ უპასუხა. „სამეფო კლუბი“ 72-ე წუთზე ვინისიუსმა დააწინაურა, ხოლო მატჩის ბოლოს თავი როდრიგომ და ანტონიო რიუდიგერმა გამოიჩინეს. განსაკუთრებით ეფექტური იყო როდრიგოს გოლი, რომელმაც რამდენიმე მეტოქე მოატყუა და დრიბლინგი გოლით დაასრულა.

ამ გამარჯვებით „რეალმა“ 15 ქულა დააგროვა და ლა ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ქულა არ დაუკარგავს. მომდევნო ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი 18 სექტემბერს, მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრება.

"რეალი" - "მალიორკა" 4:1 (1:1)

გოლები: 0:1 მურიქი (35), 1:1 ვალვერდე (45), 2:1 ვინისიუსი (72), 3:1 როდრიგო (89), 4:1 რიუდიგერი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124271