ჭიდაობა

21:02 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ოთხი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაერთვნენ, ნუგზარ წურწუმიამ კი ფინალში გასვლა მოახერხა.

55 კგ წონით კატეგორიაში წურწუმიამ ემირატების წარმომადგენელი მოსტაფა სულთან ალქადე 10:0, უზბეკი იასურკებ ორტიკბოევი 5:2 და ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი 5:3 დაამარცხა, ხვალ კი ფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის შეხვდება.

72 კგ წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძემ ინდოელ ვიკას ვიკასს 2:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ პოლონეთის სახელით მოასპარეზე გევორქ საჰაკიანთან 3:4 წააგო, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველმა რეპეშაჟის შანსიც დაკარგა.

77 კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძემ პირველივე შეხვედრაში წააგო უნგრელ ზოლტან ლევაისთან (1:4), რომელიც ფინალში გავიდა, რამაც ქართველს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლებას მისცა. ლომაძე რეპეშაჟის პირველ წრეში სომხეთის წარმომადგენელ მალხას ამოიანს გაეჯიბრება.

87 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა რობერტ კობლიაშვილი, რომელმაც უკრაინელ ანდრეი ანტონიუკთან საწყისი შეხვედრა 2:4 წააგო და რადგან უკრაინელი ფინალში ვერ გავიდა, ქართველმა ასპარეზობა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119669