ფეხბურთი

18:42 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ახალი მეკარის დამატებას აპირებს

„ვალენსიამ“ შესაძლოა ახალი მეკარე დაიმატოს, მას მერე, რაც გუნდის მეორე კარის დარაჯი ხაუმე დომენეკი მძიმე დაშავდა და 6 თვე ვერ ითამაშებს.

„ღამურებს“ ესპანურმა მედიამ რამდენიმე მეკარე დაუკავშირა, რომლებიც თავისუფალი აგენტები არიან - ლორის კარიუსი, იაგო ერერინი და ბენ ფოსტერი. „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჯენარო გატუზომაც ისაუბრა ამ თემაზე:

„ხაუმე ჩვენთვის დიდი დანაკლისია, რადგან ვარჯიშებსა და გასახდელში განსაკუთრებული როლი ჰქონდა. ვმუშაობთ მეკარის საკითხზე, რადგან მეორე გუნდიდან, რომ მეკარე დავიმატოთ, ეს მათთვის იქნება პრობლემა, ვინაიდან მეორე გუნდისთვის სეზონი მიმდინარეობს“, - თქვა გატუზომ.

იტალიელმა ასევე დაადასტურა, რომ ხაუმე დომენეკთან ტრავმის მიუხედავად, შეთანხმება მიღწეულია და ახალ კონტრაქტს გააფორმებს. გამოცდილი ესპანელის ხელშეკრულება 2023 წელს იწურება, მაგრამ მას 2025 წლამდე განაახლებს.

ისიც აღვნიშნოთ, რომ „ვალენსია“ მეორე მეკარეს ეძებს, პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილია, მის გარდა, კლუბის გამოუცდელი კრისტიან რივეროც ჰყავს, მაგრამ როგორც ჩანს, „ღამურებს“ სათადარიგო კიპერის როლში უფრო გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდებათ. მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ოთხივე მატჩი ჩაატარა. "ვალენსია" უახლოეს თამაშს 10 სექტემბერს, "რაიო ვალეკანოსთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109143