ფეხბურთი

12:26 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსისა" და "ნაპოლის" მატჩი შესაძლოა გადაიდოს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ მატჩები შესაძლოა გადაიდოს.

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ს გარდაცვალების შემდეგ პროტოკოლი ქვეყანაში 10-დღიან გლოვას ითვალისწინებს, რაც სპორტულ ღონისძიებებსაც ეხება. შედეგად, გლაზგოელები მატჩის გადადებას ითხოვენ.

თუმცა, კალენდარი ძალზე მჭიდროა და ჯერჯერობით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის მატჩები გადადოს, რადგან მერე კალენდარში თავისუფალი ადგილი არ რჩება, ამ შეხვედრების გასამართად.

„რეინჯერსმა“ „ნაპოლის“ უნდა უმასპინძლოს, ხოლო „სელტიკს“ პოლონეთში, „შახტართან“ დაპირისპირება ელოდება.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანეთში დამდეგ უქმეებზე გასამართი შიდა ჩემპიონატების კალენდარული ტური დიდი ალბათობით, არ ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129039