ფეხბურთი

10:18 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

რატომ გაათავისუფლეს ტუხელი?

ცნობილი გახდა ტომას ტუხელის „ჩელსიდან“ გათავისუფლების დეტალები. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების „დინამოსთან“ წაგებიდან მეორე დღეს გერმანელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა ვარჯიშის ჩასატარებლად, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მას გათავისუფლების შესახებ აცნობა, მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები იყო.

ტუხელმა დრო მოითხოვა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ უარი მიიღო - გვამცნობს The Sun.

გამოცემის ინფორმაციით, ტუხელი შოკირებული იყო ამ სიახლით. თავისი ნივთები ჩაალაგა, პერსონალს დაემშვიდობა და ბაზა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114131