ფეხბურთი

21:00 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე ადანი: "კვარაცხელიამ ინსინიე ორ თამაშში შეცვალა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მან ნეაპოლელებს ლორენცო ინსინიე ორი თამაშით დაავიწყა.

„ნაპოლი“ სეზონის სიურპრიზია, რომელიც ზაფხულში კრიტიკის მიზეზი იყო, ხელმძღვანელობის არჩევანისა და სატრანსფერო კამპანიის გამო. ნეაპოლში ორ კვირაში უკვე დაივიწყეს ინსინიე, ბოლო 10 წლის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მოთამაშე. მას დიდი სიყვარულით იხსენებენ, მაგრამ კვარაცხელიამ უკვე შეცვალა ტექნიკურად და ამისთვის სეზონის ორი თამაშიც საკმარისი იყო”, - თქვა ადანიმ.

შეგახსენებთ, დანიელე ადანი კარიერის განმავლობაში „ინტერის“, „ბრეშასა“ და „ფიორენტინას“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113156