სხვა

3:36 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიური ჯოშუას WBC-ს ტიტულისთვის „ბრიტანელთა ბრძოლაში“ იწვევს

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური მზადაა, რინგს დაუბრუნდეს და თანამემამულე ენტონი ჯოშუას შეხვდეს. უფრო მეტიც, ის რინგზე WBC-ს საჩემპიონო სარტყელის ატანაზეც თანახმაა, ოღონდ „ბრიტანელთა ბრძოლა“, რომელსაც კრივის სამყარო კარგა ხანს ელოდა, შედგეს.

32 წლის ჯოშუამ ახლახანს მეორე მარცხი იწვნია უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკისგან, ვინც პირველ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ბრიტანელს WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები ჩამოართვა. მას ნათქვამი აქვს, რომ წლის ბოლომდე მეორე ბრძოლის გამართვასაც აპირებს.

ფიურიმ აპრილში განაცხადა, რომ თავის ცოლს სურვილს უსრულებს და კრივს თავს ანებებს. თუმცა პერიოდულად ამბობს, რომ დაბრუნებისთვის მზადაა. ოღონდ, რადიკალურად განსხვავებულ მოთხოვნებსაც აყენებს.

„ალბათ გაიგებდით, რომ უახლოეს თვეებში მომდევნო ბრძოლის გამართვას ვაპირებ. ენტონი ჯოშუა, შენ ახლახანს უსიკთან ბრძოლა წააგე. მე მინდა, რომ შანსი მოგცე. ვიბრძოლოთ WBC-ს მძიმე წონის ჩემპიონობისთვის. შენ 12 რაუნდი იბრძოლე. ესე იგი, ჯანზე ხარ, მზად ხარ. რამდენიმე თვეს გაძლევ“, - მიმართავს ჯოშუას 34 წლის ფიური.

ჯედაში, ჯოშუასთან გამარჯვების შემდეგ, უსიკმა განაცხადა, რომ ფიურისთან შეხვედრა სურს. თუმცა როგორც საკრივო მედია წერს, უკრაინელი წელს ბრძოლის გამართვას არ აპირებს, რადგან თავის ოჯახთან დროის გატარება სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11241