ფეხბურთი

0:57 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ "ბეშიქთაშთან" დუბლი შეასრულა (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში გიორგი ბერიძის „ანკარაგიუჯუ“ შინ „ბეშიქთაშთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო ქართველმა შესანიშნავად ითამაშა.

ბერიძემ სტამბოლურ გრანდს ორჯერ გაუტანა. ჯერ ანგარიში 26-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა, ხოლო 47-ე წუთზე უკვე ფეხით აიღო მეტოქის კარი და წონასწორობა აღადგინა - 2:2. თუმცა, მატჩი მაინც „ბეშიქთაშმა“ მოიგო - 3:2.

გიორგი ბერიძე „ანკარაგიუჯუში“ მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და სუპერლიგაში ჩატარებულ ოთხ მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლია.

0.115865