ფეხბურთი

22:12 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის საგოლე პასი და "ლეხის" ზედიზედ მესამე მოგება ექსტრაკლასაში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მერვე ტურში პოზნანის „ლეხმა“ ლოძის „ვიძევს“ უმასპინძლა და 2:0 მოიგო, გიორგი წიტაიშვილმა კი ამ გამარჯვებაში წვლილი საგოლე პასით შეიტანა.

ქართველი შემტევი მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო საგოლე გადაცემა მიქაელ ისაკს 82-ე წუთზე გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საგოლე შეტევა გიორგის დამსახურებით დაიწყო, რომელმაც ჯერ ბურთი მეტოქეს წაართვა და მერე თანაგუნდელი მეკარეს შეატოვა.

აღსანიშნავია, რომ პოზნანელებმა გოლები ორწუთიან ინტერვალში, მე-80 და 82-ე წუთებზე გაიტანეს. წიტაიშვილის გარდა, ითამაშა ნიკა კვეკვესკირმაც, რომელიც მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო.

პოზნანის „ლეხმა“ ცუდი სტარტის მერე ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 10 ქულით მერვე ადგილამდე აღზევდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110735