ძიუდო

18:12 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური წელიწადზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე დაბრუნდა და ობერვარტში, ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა!

ქართველ ძიუდოისტს (90 კგ) 400-დღიანი პაუზა ჰქონდა და ტატამიზე შესანიშნავად დაბრუნდა, რადგან ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. ლაშამ მონტენეგროელი ნოვო რაიჩევიჩი, უნგრელი როლანდ გოზი და ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა, ხოლო ფინალში ასევე ავსტრიელ ვაშიდ ბორჩაშვილსაც იპონით აჯობა. ამრიგად, ლაშა ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ იდეალურად დაბრუნდა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ობერვარტში ოქროს მედალს დაეუფლა ვლადიმერ ახალკაციც (81 კგ), რომელმაც ავსტრიელი მაგამედ ბორჩაშვილი, შვეიცარიელი ლუაკს ვიტვერი, ბრიტანელი ლაჩლან მურჰედი, სლოვაკი ალექს ბარტო დაამარცხა, ხოლო ფინალში ფრანგი ნიკოლა შილარის დამარცხება შეძლო.

ბრინჯაოს მედლი მოიპოვა გიორგი ბერიაშვილმა, რომელმაც ნახევარფინალამდე ავსტრიელი ლაურინ ბუჰლერი და უნგრელი შომბორ ვეგი დაამარცხა, მაგრამ თურქ მერთ შისმანლართან წააგო და მედლისთვის ბრძოლა გერმანელ ფალკ პეტერშალკასთან მოიგო. ამავე წონაში უმედლოდ დარჩა გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც ყაზახი აიბეკ იზტელეუვი დაამარცხა, მაგრამ პეტერშალკასთან მეორე წრეში დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე ოთხი მედალი მოიპოვა: ლაშა ბექაურმა და ვლადიმერ ახალკაცმა ოქრო, ხოლო გიორგი ბერიაშვილმა და გიორგი თუთაშვილმა - ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152723