ძიუდო

15:47 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური დაბრუნდა და ევროპის ღია პირველობის ფინალშია!

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაბრუნდა და ევროპის ღია პირველობის ფინალში გავიდა!

ქართველ ძიუდოისტს (90 კგ) 400-დღიანი პაუზა ჰქონდა და ტატამიზე შესანიშნავად დაბრუნდა, რადგან ფინალამდე მან სამივე შეხვედრა იპონით მოიგო. ლაშამ მონტენეგროელი ნოვო რაიჩევიჩი, უნგრელი როლანდ გოზი და ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა, ხოლო ფინალში დღეს საღამოს იასპაზრებს.

ფინალში გავიდა ვლადიმერ ახალკაციც (81 კგ), რომელმაც ავსტრიელი მაგამედ ბორჩაშვილი, შვეიცარიელი ლუაკს ვიტვერი, ბრიტანელი ლაჩლან მურჰედი და სლოვაკი ალექს ბარტო დაამარცხა, ხოლო ფინალში ფრანგ ნიკოლა შილარს გაეჯიბრება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც ნახევარფინალამდე ავსტრიელი ლაურინ ბუჰლერი და უნგრელი შომბორ ვეგი დაამარცხა, მაგრამ თურქ მერთ შისმანლართან წააგო და მედლისთვის ბრძოლა გერმანელ ფალკ პეტერშალკასთან მოუწევს. ამავე წონაში უმედლოდ დარჩა გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც ყაზახი აიბეკ იზტელეუვი დაამარცხა, მაგრამ პეტერშალკასთან მეორე წრეში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამ შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა.

0.131897