ფეხბურთი

22:42 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდმა გვარდიოლა ამჯერად დაამუხრუჭა

241-ე მერსისაიდული დერბი უგოლოდ - 0:0 დასრულდა. „ევერტონმა“ და „ლივერპულმა“ ერთმანეთს ვერ გაუტანეს. თუმცა თამაში მოსაწყენი არ ყოფილა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი. ბურთი ოთხჯერ მოხვდა ძელს. ერთ ეპიზოდში „ლივერპულის“ შეტევისას ჯერ ნუნიესმა დაარტყა ძლიერად და მეკარე პიკფორდის ხელიდან ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე დიასმა ითამაშა და ძელს მოარტყა სფერო. საერთოდ, პიკფორდი შეუდარებელი იყო. რამდენიმე აუღებელი ბურთი მოიგერია.

მასპინძელმა კონორ კოუდიმ გაიტანა კიდეც, მაგრამ ვარ-მა თამაშგარე დაუფიქსირა. ისე „წითლებმა“ გაცილებით მეტი მომენტი შექმნეს, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მიზანი ვერ გაისწორეს და ამ ფრით ლიდერებს კიდევ უფრო დაშორდნენ.

„ტოტენჰემს“ „ფულემთან“ ლონდონურ დერბიში გაუჭირდა, არადა, „ლივერპულის“ არ იყოს, უამრავი საგოლე მომენტი შექმნა. ჩრდილოლონდონელებმა ანაგარიშის გახსნა მხოლოდ ტაიმის ბოლოს მოახერეხეს. თავი ჰოიბერგმა გამოიჩინა. შესვენების შემდეგ კეინმა მეორეც შეაგდო და თითქოს საქმე მოგვარდა, მაგრამ მიტროვიჩმა დამთავრებამდე 7 წუთით ადრე ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა და სტუმრები თამაშში დააბრუინა. ფულემელები გათამამდნენ და შეუტიეს, მაგრამ აღარც დრო და ოსტატობა ეყოთ ანგარიშის გასათანაბრებლად.

კიდევ ერთი ლონდონური დერბი „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა, სადაც „ჩელსიმ“ „ვესტ ჰემს“ უმასპინძლა. პირველი ტაიმის შემდეგ ჩანდა, რომ ყველაფერი მოსაწყენი ფრით დასრულდებოდა, მაგრამ შესვენების კვალად სურათი შეიცვალა. პირველად სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა „არისტოკრატებმა“ ძალები მოიკრიბეს და ჯერ ჩილუელმა გაათანაბრა, 88 წუთზე კი ჰავერცმა გამარჯვებისა გაიტანა.

„ბრენტფორდმა“ „ლიდსი“ 5:2 დაამარცხა. ჰეთ-თრიქი შეასრულა „ფუტკრების“ შემტევმა აივენ ტოუნიმ.

გასული სეზონის ბოლო ტურში სტივენ ჯერარდს „ლივერპულის“ გაჩემპიონება შეეძლო. მისი „ასტონ ვილა“ 2:0 უგებდა „,მანჩესტერ სიტის“ და ამ შემთხვევაში ჩემპიონები მერსისაიდელები ხდებოდნენ. მაშინ არ გამოვიდა, „სიტიმ“ სამი უპასუხო ბურთი გაუტანა ბირმინგემელებს და ჩემპიონიც გახდა.

ამჯერად კი ჯერარდის შეგირდებმა „ქალაქელებს“ მნიშვნელოვანი ქულები დააკარგინეს. ისევ გაიტანა ჰოლანდმა, ახლა ნორვეგიელს 6 მატჩში 10 გოლი მოუგროვდა. „ასტონ ვილა“ – „სიტი“ კი 1:1 დამთავრდა.

ინგლისი

პრემიერლიგა

6 ტური. 3 სექტემბერი

ევერტონი - ლივერპული 0:0

ლივერპული. „გუდისონ პარკი“

ევერტონი: პიკფორდი, პატერსონი, ტარკოვსკი, კოდი, მიკოლენკო, ონანა, დევისი (გუეი 61), აივობი, გრეი, გორდონი (მაკნილი 82), მოპე

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი (მილნერი 59), გომესი, ვან დეიკი, ციმიკასი (რობერტსონი 59), ფაბინიო, ელიოტი (მატიპი 80), კარვალიუ (ფირმინო 46), დიასი, სალაჰი, ნუნიესი (ჟოტა 80)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ონანა (38), პიკფორდი (90+6); ვან დეიკი (76), ფაბინიო (90+2)

ასტონ ვილა - სიტი 1:1

ბირმინგემი. „ვილა პარკი“

0:1 ჰოლანდი (50), 1:1 ბეილი (74)

ასტონ ვილა: მარტინესი, კეში (იანგი 27), კონსა, მინგსი, დინი, კამარა, მაკგინი (კოუტინიო 65), , რემზი, ლუისი, ბეილი (ბუენდია 90+1), უოტკინსი

მწვრთნელი: სტივენ ჯერარდი

სიტი: ედერსონი, უოკერი (აკე 81), სტოუნზი, დიაში, კანსელუ, როდრი, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა (მაჰრეზი 73), დე ბრუინი, ფოდენი, ჰოლანდი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: საიმონ ჰუპერი

გაფრთხილება: კეში (26), დინი (71)

ტოტენჰემი - ფულემი 2:1

1:0 ჰოიბერგი (40), 2:0 კეინი (75), 2:1 მიტროვიჩი (83)

ჩელსი - ვესტ ჰემი 2:1

0:1 ანტონიო (62), 1:1 ჩილუელი (76), 2:1 ჰავერცი (88)

ნიუკასლი - კრისტალ პალასი 0:0

ვულვერჰემპტონი - საუთჰემპტონი 1:0

1:0 პოდენსე (45+1)

ნოტინგემ ფორესტი - ბორნმუთი 2:3

1:0 კუიატე (33), 2:0 ჯონსონი (45+2 პენ), 2:1 ბილინგი (51), 2:2 სოლანკე (63), 2:3 ენტონი (87)

ბრენტფორდი - ლიდსი 5:0

1:0, 2:0 ტოუნი (30, 43), 2:1 სანისტერა (45+1), 3:1 ტოუნი (58), 3:2 როკა (79), 4:2 მბეუმო (80), 5:2 ვისა (90+2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113967