ფეხბურთი

15:52 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი აგენტები, რომელთაც კლუბებში გადასვლა ისევ შეუძლიათ

ევროპაში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა და შესაბამისად, კლუბებს იანვრამდე ახალი ფეხბურთელების დამატება აღარ შეუძლიათ.

თუმცა, არის გამონაკლისიც - თავისუფალი აგენტების ბაზარი. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარა დაიხურა, ფეხბურთელები, რომლებიც უკლუბოდ არიან, ახალ გუნდებში გადასვლას ნებისმიერ დროს შეძლებენ.

ამ დროისთვის თავისუფალი აგენტების სიაში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც ხუან მატა, მარსელო და დიეგო კოშტა გახლავთ. უკლუბოდ დარჩენილი გამორჩეული მოთამაშეების სია ასეთია:

მარსელო, ხუან მატა, დიეგო კოშტა, სოფიან ფეგული, ლორის კარიუსი, ჰატემ ბენ არფა, მატეო მუსაკიო, სიმონე ძაძა, სერჟ ორიე, იოსიპ ილიჩიჩი, ელიაკიმ მანგალა, ნოლიტო, სანტიაგო არიასი, დანი დრიუნქუოთერი, ადელ ტაარაბტი, ენდი ქეროლი, ფაბიან დელფი, ნემანია რადოია, რიად ბუდებუზი, როს ბარკლი, ჯეისონ დენაიერი, რობერტო ხიმენესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119159