ფეხბურთი

22:29 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" აჩერბი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ რომის „ლაციოდან“ ფრანჩესკო აჩერბი დაიმატა. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

აჩერბი „ინტერს“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ის „ნერაძურიში“ 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ფრანჩესკო აჩერბი „ლაციოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 173 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პავიას“, „რენატეს“, „რეჯინას“, „კიევოს“, „მილანისა“ და „სასუოლოს“ წევრი იყო, იტალიის ნაკრებთან ერთად კი შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062214