ფეხბურთი

10:16 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი „ბაიერნში“ მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა, გერმანიის თასის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა „ვიკტორია 1904“ - ის წინაღმდეგ (5:0). ეს მისთვის 632-ე მატჩი გამოდგა რეკორდმაისტერის შემადგენლობაში, რითიც ის კლუბში მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა - გვამცნობს ტვიტერში SportsCenter.

ამ მაჩვენებლით ის ოლივერ კანს გაუთანაბრდა. რეკორდსმენი კი ლეგენდარული მეკარე ზეპ მაიერია, რომელსაც ბავარიული კლუბის მაისურით 682 შეხვედრა ჩაუტარებია.

მიულერი „ბაიერნში“ 2007 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116748