ფეხბურთი

23:46 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის შესანიშნავი გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასაში პოზნანის „ლეხმა“ გამოტოვებული შეხვედრა გდანსკის „ლეხიას“ წინააღმდეგ ჩაატარა და 3:0 მოიგო.

ამ შეხვედრაში ანგარიში ნიკა კვეკვესკირმა გახსნა, რომელმაც მე-19 წუთზე საჯარიმოდ მისადგომებიდან ერთი შეხებით ძალიან ეფექტური გოლი მიითვალა. ეს ნიკას პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

კვეკვესკირმა 61-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. „ლეხს“ ექვს თამაშში 7 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, მომდევნო ტურში კი 4 სექტემბერს, ლოძის „ვიძევს“ შეხვდება.

0.113279