ფეხბურთი

15:38 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლიონს“ პიანიჩის დაბრუნება სურს

„ლიონს“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დაბრუნება გადაუწყვეტავს. ფრანგული კლუბი მზადაა იჯარის წესით აიყვანოს 32 წლის ფეხბურთელი. ბოსნიელის საკუთარ რიგებში ხილვა ასევე საემიროების „ალ-ნასრსაც“ სურს - გვამცნობს Sport.es.

პიანიჩი „ლიონის“ მოთამაშე 2008-11 წლებში გახლდათ. ფრანგული კლუბის მაისურით მან 121 მატჩში 16 ბურთი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბარსელონაში“ ის 2020 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109168