14:24 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: „კავანის მისვლით „ვალენსიის“ შეტევა მნიშვნელოვნად გაძლიერდება“

ესპანური პრიმერას მე-3 ტურში „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟურნალისტებს მეტოქის შესახებ გაუზიარა აზრი.

„გატუზოს მოთამაშეობის დროიდან ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება, რომ მისი გუნდიც მიიღებს იმ ენთუზიაზმს და ენერგიას, რომელსაც ის გადასცემს ფეხბურთელებს. კავანი მათ ძალას შემატებს. კავანის მისვლით „ვალენსიის“ შეტევა მნიშვნელოვნად გაძლიერდება.“ - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.

0.110223