ფეხბურთი

0:43 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი გოგია გერმანულ გუნდში გადავიდა

შვეიცარიული „ციურიხის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი აკაკი გოგია დრეზდენის „დინამოში“ დაბრუნდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 3-ნომრიანი მაისური გადასცეს.

„დრეზდენში დაბრუნება სასიამოვნოა. აქ ძალიან ინტენსიური, წარმატებული და მშვენიერი დრო გავატარე და ძალიან მინდა, იგივე კიდევ ერთხელ მოხდეს“, - თქვა აკაკიმ.

გოგია „დინამოში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა და მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ამჟამად მას დრეზდენულ გუნდთან ერთად თამაში რანგით მესამე ლიგაში მოუწევს.

აკაკი გოგია გასულ სეზონში „ციურიხთან“ ერთად შვეიცარიის ჩემპიონი გახდა, რომლის რიგებში 15 თამაშში 3 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „ვოლფსბურგში“, „აუგსბურში“, „ზანკტ პაულიში“, „ჰალერშერში“, „ბრენტფორდსა“ და ბერლინის „უნიონში“ უთამაშია.

0.112367