ჩოგბურთი

23:47 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ს პირველივე წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას პირველივე წრეში, 1/64 ფინალში გამოეთიშა.

ბასილაშვილი ჩინელ იბინ ვუს დაუპირისპირდა, რომელიც რეიტინგში 174-ე ნომერია, მაგრამ კონკურენცია ვერ გაუწია და სამ სეტში დამარცხდა - 0:3.

შეხვედრა საათსა და 34 წუთს გაგრძელდა და ჩინელმა საწყისი ორი სეტი 6:3, 6:4 მოიგო, ხოლო მესამე სეტში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა - 0:6. ვუს პირველ და მეორე სეტში თითო ბრეიკი ეყო სეტის გამარჯვებამდე მისაყვანად, ხოლო მესამე სეტში ქართველს გეიმიც არ მოუგია.

ჩინელმა 9 ეისი მიითვალა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ნიკოლოზმა ერთადერთი ეისი შეასრულა და სამი ორმაგი შეცდომა ჰქონდა. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში ამჟამად 35-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132537