ფეხბურთი

22:30 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-4 ტურში დავით ვოლკოვმა გოლი გაიტანა. „საბაჰის“ ქართველმა ფეხბურთელმა თავის ყოფილ გუნდს, „გაბალას“ გაუტანა.

ვოლკოვმა ანგარიში მატჩის 48-ე წუთზე გახსნა, როცა მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა და მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.

„საბაჰმა“ თამაში 2:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში 12 ქულით ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109451