ფეხბურთი

21:34 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას სადებიუტო გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელიც „პანეთოლიკოსის“ ღირსებას იცავს.

მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი სალონიკის „არისს“ დაუპირისპირდა და ანგარიში მე-15 წუთზე სწორედ შენგელიამ გახსნა, რომელმაც ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და მეკარეს ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა.

შენგელიამ 75-ე წუთამდე ითამაშა და მისმა გუნდმა 3:1 მოიგო. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „პანეთოლიკოსს“ ორი კვირის წინ ბელგიური „ლეუვენიდან“ შეუერთდა.

0.113443