ფეხბურთი

2:07 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სევილიის“ კრიზისი გრძელდება

ესპანურ პრიმერაში მთავარი ამბები კვირას მოხდება. შაბათს კი სამი მატჩი გაიმართა. „ელჩემ“ „სოსიედადს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი სანსებასტიანელმა ბრაის მენდესმა მე-20 წუთზე გაიტანა. 34-ზე კი ასევე სოსიედადელმა მიკელ მერინომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მეკარემ აჯობა. „სოსიედადი“ 6 ქულით ახლა მე-5 ადგილზეა, ერთქულიანი „ელჩე“ კი ბოლოდან მესამე - მე-18 პოზიციზე.

„რაიო ვალეკანომ“ „მალიორკასთან“ 0:2 წააგო. გოლები ვედატ მურიკიმ და ლი კან ინმა გაიტანეს. ახლა ორივეს 4-4 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსის გამო „მალიორკა“ მე-7 ადგილზეა, „რაიო“ კი - მეცხრეზე.

დღის გვიან მატჩში კი „ალმერიამ“ „სევილიას“ 2:1 მოუგო. ანდალუსიელები ოლივერ ტორესის გოლით იგებდნენ, მაგრამ საქმეში მასპინძელთა ლეგიონერები ჩაერთნენ და ჯერ ბელგიელმა ლარჯი რამაზანიმ გაათანაბრა, შემდეგ კი ნიგერიელმა უმარ სადიკმა გამარჯვებისა შეაგდო.

4-ქულიანი „ალმერია“ მე-9 ადგილზეა. „სევილიას“ კი 1 ქულა მოუგროვდა და ჯერჯერობით ცხრილში მე-15 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112264