ფეხბურთი

10:28 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერგომი: "რონალდუ მესი არ არის, დრო მისთვისაც გადის და ამას უნდა შეეგუოს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და „ნაპოლიში“ მისი შესაძლო ტრანსფერი უარყოფითად შეაფასა.

როგორც „ინტერის“ ლეგენდარულმა მცველმა აღნიშნა, დრო ყველასთვის გადის და გამონაკლისი არც რონალდუა, რასაც უნდა შეეგუოს.

„რონალდუ უნდა შეეგუოს, რომ დრო გადის ყველასთვის და მათ შორის მისთვისაც. მე ვაღიარებ ყველაფერს კრიშტიანუ რონალდუს შესახებ, ყველა დეტალს, ყველაფერს, რისი გაკეთებაც მან მოახერხა. პორტუგალიელს საოცარი კარიერა აქვს, ნიჭიერია, მაგრამ არა ლიონელ მესივით, მან ბევრი იშრომა ამ დონეზე მისაღწევად. თუმცა ვიმეორებ, დრო გადის და ეს უნდა მიიღოს“, - თქვა ბერგომიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113044