ფეხბურთი

14:10 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე საბატინის შესახებ: "10 წელიწადზე მეტია ჩემზე საუბრობს, მოთმინება მეც მაქვს"

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ „პალერმოს“ ყოფილ სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინის უპასუხა.

საბატინიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრისას მჭედლიძის მაგალითი მოიყვანა და ფულით გაჩენილი სხვა ინტერესები ახსენა. სწორედ ამან ქართველი ფეხბურთელი გააბრაზა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბატინი 10 წელია მასზე გამუდმებით საუბრობს.

„ფული... ვინც მიცნობს, ყველამ იცის, ჩემთვის ფული რას ნიშნავს. არ მიყვარს ყველას წინაშე პირად საკითხებზე საუბარი, მაგრამ მოთმინება მეც მაქვს. 10 წელზე მეტი გავიდა და ისევ ჩემზე ლაპარაკობ... თუმცა, პირველად ვნახე, რომ მან ფული ახსენა“, - დაწერა ინსტაგრამში მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე 2008-2010 წლებში „პალერმოში“ თამაშობდა და სწორედ საბატინის პერიოდში. შემდეგ მან 8 სეზონი „ემპოლიში“ გაატარა. ვალტერ საბატინის კი ბევრ კლუბში აქვს ნამუშევარი, ბოლოს „სალერნიტანაში“ იყო, მანამდე „ბოლონიასა“ და „რომაში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120762