ფეხბურთი

16:15 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "ხვიჩა ახლა მიწაზე უნდა დარჩეს და ეს მისთვის პრობლემა არც არის"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ავარჯიშებდა, Gazzetta Dello Sport-თან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. როგორც რუსმა სპეციალისტმა თქვა, ხვიჩამ ფეხები მიწაზე უნდა შეინარჩუნოს და ფიქრობს, რომ ეს მისთვის პრობლემა არ იქნება.

„არ ველოდი, რომ პირველ გოლს თავით გაიტანდა (იცინის). დანარჩენში დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად თამაში შეეძლო. მას ფეხბურთი დნმ-ში აქვს, მამამისიც კარგი ფეხბურთელი იყო.

ხვიჩა ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. მუშაობის კულტურა აქვს, მწვრთნელების მიმართ პატივისცემა გააჩნია და ფეხბურთით ცხოვრობს. რა რჩევა შემიძლია მივცე ახლა? ფეხები მიწაზე უნდა შეინარჩუნოს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა და ვფიქრობ, ეს მისთვის პრობლემა არ არის. მას არ სჭირდება ფიქრი გაზეთების სათაურებსა და წარსულში დიდებულ ფეხბურთელებთან შედარებაზე. შეუძლია ფიზიკურად და ტაქტიკურად გაიზარდოს, ამ კუთხით სერია A სრულყოფილი ჩემპიონატია“, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რითაც ბომბარდირთა დავაში უკვე ლიდერია. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 28 აგვისტოს, „ფიორენტინას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117038