ფეხბურთი

2:40 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე: "ნეაპოლში ხვიჩას თამაში ბევრმა ქართველმა რომ ნახოს, ამაზე მე და ფონდი ვიზრუნებთ"

„ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას დუბლს გამოეხმაურა.

როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, ნეაპოლში ხვიჩას თამაში, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს და ამიტომ, ის და არველაძეების ფონდი ამაზე იზრუნებს.

„რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მარადონას სტადიონზე - მე და ჩვენი ფონდი ვიზრუნებთ, რომ ეს პროექტი შედგეს“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112827