ფეხბურთი

11:53 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ ბელოტის პირადად ესაუბრა

„რომას“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს იტალიის ნაკრების თავდამსხმელის, ანდრეა ბელოტის გადაბირება სურს, რომელსაც „ტორინოსთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და ამჟამად თავისუფალი აგენტია - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ალფრედო პედულა.

წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი პირადად ესაუბრა ბელოტის. მოურინიუ ფორვარდის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დამატებას ჩქარობს.

გასულ სეზონში ბელოტიმ სერია A-ში 22 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116548