კალათბურთი

1:34 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი "ლეიკერსს" ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა და NBA-ს რეკორდსაც დაამყარებს

ლებრონ ჯეიმსმა ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

ლებრონი ლოს ანჯელესელებთან კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს, რის შედეგად 97 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. შედეგად, მას კარიერაში 532 მილიონი ექნება გამომუშავებული, რითაც ლიგის ისტორიაში რეკორდსმენი გახდება.

გარდა ამისა, 2024-2025 წლების სეზონში ჯეიმსს ექნება არჩევანი დარჩეს თუ არა გუნდში, ე.წ მოთამაშეთა ოფციის მეშვეობით.

37 წლის ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსში“ 2018 წლიდან თამაშობს. მანამდე ის „კლივლენდ კავალიერსისა“ და „მაიამი ჰიტის“ ღირსებას იცავდა. ლებრონი 4-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, ასევე 4-ჯერ ფინალების MVP და სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე, ხოლო 18-ჯერ „ოლ სტარში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113443