ფეხბურთი

22:25 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან შენგელია ბერძნულ გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი ლევან შენგელია საბერძნეთის სუპერლიგაში ითამაშებს. 26 წლის შემტევის ტრანსფერი „პანეტოლიკოსმა“ ოფიციალურად დაადასტურა.

შენგელიამ ბერძნულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლევან შენგელიამ „ლეუვენში“ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ის „ქონიასპორში“, „დინამო თბილისში“, „ტუბიცეში“, „დაეჯონში“ , ფოთის „კოლხეთში“, „ტორპედოსა“ და „დილაში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში კი მის აქტივში 10 მატჩია.

„პანეტოლიკოსი“ საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარია და მიმდინარე სეზონის პირველ ტურში 20 აგვისტოს, სტუმრად სალონიკის „პაოკს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113037