ავტოსპორტი

1:41 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა ერთმა ძრავების 2026 წლის რეგლამენტი დაამტკიცა

ფორმულა ერთის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა ძრავების ახალი რეგლამენტი, რომელიც 2026 წლიდან შევა ძალაში. ამ რეგლამენტს ყველაზე მეტად, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი ელოდა, რომლის ორი პრემიუმ ბრენდი - „პორშე“ და „აუდი“ მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვას აპირებს.

გარდა ამისა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ მისმა მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ (WMSC), 2022 და 2023 წლების სეზონების ტექნიკური წესები შეცვალა, რომელთა მიზანიც, უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

ძრავების ახალი რეგლამენტის შესაბამისად, ძალური დანადგარის ძირითადი აგრეგატი, კვლავაც 1.6-ლიტრიანი V6 ძრავი იქნება და მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტრო ძრავის სიმძლავრე და ელექტრო ენერგიის გამოყენება. და რაც მთავარია, გუნდები 100 პროცენტით განახლებადი წყაროებიდან მიღებულ საწვავს გამოიყენებენ.

ძალურ დანადგარებში აღარ შევა თბური ენერგიის აღდგენის (MGU-H) ელემენტი. ეს „ფოლკსვაგენის“ ბრენდების მთავარი მოთხოვნა იყო. FIA-ს განცხადებით, ახალ რეგლამენტში, ბევრი რამ, სწორედ ახალბედების ინტერესების შესაბამისად გაითვალისწინეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, „პორშე“ „რედ ბულ ტექნოლოჯის“ (ხარების ძრავების მწარმოებელი შტო) აქციების 50 პროცენტის შესყიდვას გეგმავს. რაც შეეხება „აუდის“, ის „ზაუბერის“ შეძენას აპირებს, რომლის ბაზაზეც, ამჟამად „ალფა რომეო“ ოპერირებს.

თეგებიFIA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112883