ჩოგბურთი

3:00 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპმა კანადის ღია პირველობა მესამედ მოიგო

რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ტორონტოს ტურნირის ფინალში 6-3, 2-6, 6-3 მოუგო ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას და მესამედ გახდა კანადის ღია პირველობის ჩემპიონი.

ჰალეპმა თამაში ცუდად დაიწყო - ისევე როგორც ნახევარფინალში, ფინალის დასაწყისშიც მოწოდება არაფრით გამოსდიოდა და შედეგად, მეტოქეს ოთხო ორმაგი შეცდომა აჩუქა. ბრაზილიელმაც საჩუქარი მიიღო და ჯერ საწყის გეიმშივე მიღწია ბრეიკს, შემდეგ კი ანგარიში 3-0-მდე გაზარდა.

რუმინელმა სწრაფად შეცვალა სათამაშო ტაქტიკა და მეტოქე ხაგრძლიც გათამაშებებში „ჩაითრია“, რითაც მას შეცდომების დაშვებას აიძულებდა. შედეგად, მან ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში ჰადად მაია დომინირებდა. ამჯერად მან შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ გამოცდილმა რუმინელმა გადამწყვეტ სეტში მობილიზება შეძლო და როდესაც მეტოქემ ჰორჰენდზე შეცდომა დაუშვა, სეტში 4-1 დაწინაურდა. მან უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და კარიერაში WTA 1000-ის მეცხრე ტიტულს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114381