ფეხბურთი

10:27 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "აგრესიას როცა ვხედავ, აგრესიითვე ვპასუხობ"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ტომას ტუხელთან მომხდარ ჩხუბზე კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, აგრესიას აგრესიითვე პასუხობს.

„ვფიქრობ, ორივე მხრიდან გოლების ზეიმი კარგი იყო. სირბილი, ხტუნვა, ემოცია უნდა გავიგოთ, რადგან ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მსაჯმა წითელი ბარათი მიჩვენა, მაგრამ არ მგონია, რომ მან სიტუაციის დინამიკა გააცნობიერა. ვიღებ ამ სასჯელს, თუმცა დიდი პრობლემა არ ყოფილა. ჩემსა და ტუხელს შორის იყო პრობლემა და არა მსაჯთან, ეს მხოლოდ ჩვენ ორის პრობლემა იყო. თუ აგრესიას ვხედავ, მშვიდად არ ვრჩები, მეც აგრესიით ვპასუხობ, რადგან ვბრაზდები“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, მატჩის განმავლობაში კონტემ და ტუხელმა ორჯერ იჩხუბეს და საბოლოოდ ისინი მსაჯმა გააძევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113121