ავტოსპორტი

11:06 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის პრიორიტეტი, კიდევ ერთი ტიტულის მოგებაა

ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ არ აპირებს სებასტიან ფეტელის მიბაძვას და ფორმულა 1-ში კარიერის დასრულებას. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ახლახანს განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს, ფორმულა 1-დან წავა.

ფეტელი ჰამილტონზე ორი წლით უმცროსია, თუმცა ორივემ ფორმულა 1-ში გამოსვლა 2007 წელს დაიწყო. ჰამილტონი ამჟამად ფ1-ის მეორე ყველაზე ხნიერი მრბოლია. მასზე უფროსი მხოლოდ ფერნანდო ალონსოა, ვისთან ერთადაც, ფ1-ში თავისი პირველი სეზონი გაატარა.

„ფეტელის წასვლა იმას მახსენებს, რომ ხალხი, ვისთან ერთადაც ჩემი კარიერის დიდი ნაწილი გავატარე, კარიერას ამთავრებს. ოდესღაც ფერნანდოც წავა და მე ყველაზე უფროსი ვიქნები“, - ამბობს ჰამილტონი.

მისთვის რთული სეზონის მიუხედავად, რომელშიც ჯერ ერთი რბოლაც არ მოუგია, ჰამილტონი აღიარებს, რომ წასვლაზე არ დაფიქრებულა. უფრო მეტიც, კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებას აპირებს, რომელიც გასულ სეზონში, სადაო ვითარებაში დაკარგა.

„ჯერ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ეს მანქანა. იმავე ვფიქრობ, რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ამ გუნდმა ისევ დაიწყოს გამარჯვება. როგორია საგზაო რუკა იმისა, რომ კიდევ ერთი ჩემპიონატი მოვიგო“, - დასძენს ჰამილტონი.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ამბობს, რომ ავზში საკმარისად საწვავი აქვს იმისთვის, რომ რბოლებში მონაწილეობა გააგრძელოს. „მერსედესთან“ მისი მიმდინარე კონტრაქტი, 2023 წლის სეზონის ბოლოს იწურება. მაგრამ ის ამბობს, რომ ბრძოლა კვლავაც შეუძლია: „არ მგონია, მანამ წავიდე, სანამ ჩემს საწვავს ბოლომდე დავწვავ და აღარაფერი დამრჩება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112179