ფეხბურთი

20:51 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა,“ შესაძლოა, ჟორჟინიო დაიმატოს

ადრიენ რაბიოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაყიდვის შემთხვევაში, რაც თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, „იუვენტუსი“ მის მაგიერ, შესაძლოა, „ჩელსის“ ნახევარმცველ, ჟორჟონიოზე გადაერთოს - გვამცნობს PA Media-ს ჟურნალისტი, ნიკ პიუელი.

ამჟამად „იუვენტუსი“ რაბიოს წასვლას ელოდება. ფეხბურთელის წარმომადგენლები მანჩესტერულ კლუბს ხელფასის თაობაზე ელაპარაკებიან.

მართალია, ჟორჟინიო აცხადებდა „ჩელსიში“ ბედნიერად ვგრძნობ თავსო, თუმცა ტურინელთა ოფისში დარწმუნებულნი არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში იტალიელს გადაიბირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111229