ფეხბურთი

22:56 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის დუბლი კონფერენს ლიგაზე (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე დიდებულ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში მორიგი ორი გოლი გაიტანა.

კონფერნეს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბუდუმ მოლდოვაში ადგილობრივ „პეტროკუბთან“ დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა, რომელიც მოედანზე 63-ე წუთამდე იყო, ჯერ 31-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გაიტანა, ხოლო მე-40 წუთზე უკვე თანაგუნდელთან კარგი კედელი გაითამაშა, მცველი მოატყუა და ზუსტად დაარტყა.

ზივზივაძის დუბლით „ფეჰერვარმა“ 2:1 მოიგო და ვინაიდან პირველი თამაში 5:0 ჰქონდა მოგებული, პლეი-ოფში ადვილად გავიდა, სადაც გაცილებით სერიოზულ მეტოქესთან მოუწევს ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა - გერმანულ „კიოლნთან“.

ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, აქედან კონფერენს ლიგაზე 4 თამაშში თავი ხუთჯერ გამოიჩინა. კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველზე უფრო შედეგიანი კოსოვოელი ალბიონ რაჰმანია, რომლის აქტივში 6 გოლია.

პლეი-ოფში ითამაშებს ვაკო გვილია „რაკუვიც“, რომელმაც დღეს „ტრნავას“ 1:0, ორი მატჩის ჯამში კი 3:0 აჯობა და ჯგუფურ ეტაპისთვის პრაღის „სლავიას“ გაეჯიბრება. ტრავმა მოირჩინა და მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა გვილიამ, რომელიც მოედანზე 88 წუთის განმავლობაში იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116824