ფეხბურთი

22:26 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" კეილორ ნავასისა და ჯოვანი სიმეონეს ტრანსფერებთან ახლოსაა

იტალიურ „ნაპოლიში“, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს, სატრანსფერო სიახლეებია. დიდი შანსია, რომ „აძურის“ რიგებს სულ მალე ჯოვანი სიმეონე და კეილორ ნავასი შეემატონ.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ვერონასთან“ სიმეონეს ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და მხარეები ახლა ბოლო დეტალებს აგვარებენ. დიეგო სიმეონეს ვაჟი ნეაპოლელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რომლის საფასური 3 მილიონი ევრო იქნება, ხოლო მისი გამოსყიდვა 12 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ჯოვანი სიმეონემ გასულ სეზონში „ვერონას“ მაისურით 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. არგენტინელს მანამდე „რივერ პლეიტში“, „ჯენოაში“, „ფიორენტინასა“ და „კალიარიში“ უთამაშა.

გარდა ამისა, პოზიტიური სიახლეები კეილორ ნავასის შესახებაც. კოსტა რიკელმა პსჟ-დან წასვლა გადაწყვიტა, რადგან მეორე მეკარეობა არ სურს და დი მარციოს ცნობით, მან კეპა არისაბალაგას ვარიანტს აჯობა. სწორედ ამ ორ მეკარეში არჩევს ნეაპოლიტანური გუნდი ძირითად კიპერს. ჯერჯერობით, ტრანსფერის დეტალები უცნობია, მაგრამ ნავასი „ნაპოლისთან“ ძალიან ახლოსაა.

აქვე ვთქვათ, რომ ჯოვანი სიმეონეს ტრანსფერზე შეთანხმების შემდეგ პრაქტიკულად გადაწყდა, რომ „ნაპოლის“ ანდრეა პეტანია დატოვებს, რომელიც 2.5 მილიონ ევროდ და იჯარით „მონცაში“ გადავა, ხოლო მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს „ვერონას“ სტუმრად დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111954